ნინო ლომჯარია – დღევანდელი მარშის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ

დღევანდელი მარშის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ, შევახსენოთ და დავანახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი თავი, – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიციის მხრიდან არცერთი ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული.

„საქართველოს ათეულობით მოქალაქე მშვიდობიანი მანიფესტანტებისას სცემეს. დაკავების შემდგომ მათ პოლიცია სასტიკად გაუსწორდა. ადამიანებს დახვდნენ სადარბაზოებთან და სცემეს. ათასობით საქართველოს მოქალაქეს დაურეკეს, დაემუქრნენ. 200-მდე მოქალაქეა დაჯარიმებული უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. პოლიციის მხრიდან არცერთი ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული, არც პასუხისმგებელი პირები და არც შემსრულებლები. დღევანდელი მარშის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ და შევახსენოთ და დავანახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი თავი. მოვითხოვთ ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვინც დანაშაულები ჩაიდინა“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიქართველი ხალხი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად დღეს ისევ ქუჩაში გამოვიდა
შემდეგი სტატიაანი წითლიძე: მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მათ, ვინც აქციების დროს დააკავეს, ყველას ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ