“თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ,” – ამ განცხადებას საქართველოს მთავრობის მისამართით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი აკეთებს.
“გასაგებია, რა სურს ქართველ ხალხს… ასევე გასაგებია, როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა”, – ამბობს ო’ბრაიენი ჟურნალისტთან.
როგორც ო’ბრაიენი ამბობს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სტიგმატიზაციისკენ მიმართული კანონი, ძალადობა მოქალაქეებზე პარტნიორებს უჩენს კითხვას – “დაინტერესებულია თუ არა დღევანდელი ხელმძღვანელობა წინსვლისკენ”.
თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი რამეებით, მაგალითად, სადაც თქვენი შვილები სკოლაში დადიან, მაშინ ამ საზოიგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ,” – ამბობს ო’ბრაიენი.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამბობს, აშშ მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს და ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში, თუმცა საქართველოს ნაბიჯები საპირისპიროა, შესაბამისად პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკა “ოცნების” მაღალჩინოსნების მიმართ იცვლება.
მე მქონდა ძალიან დეტალური საუბრები მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იმ კონკრეტულ გზებზე, რომლითაც შემოთავაზებული კანონი, ვფიქრობთ, შეუთავსებელია იმ გზასთან, რომელიც საქართველომ თავისთვის დაუსახა. ვენეციის კომისია, მაშასადამე, ევროპის ორგანო, რომელიც კომენტარს აკეთებს ამ კანონებზე, ამ კვირაში გამოვიდა ძალიან მტკიცე მოსაზრებით, იგივე აზრის გამოთქმით. ასე რომ, ეს არის ის საკითხი, ცდილობს თუ არა ქართველი, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელობა შეცვალოს რას ნიშნავს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანება და არა იცვლება თუ არა ჩვენი პოლიტიკა“ – ამბობს ო’ბრაიენი.