წალენჯიხაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს (ვიდეო)

წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ნატო კვარაცხელია “ევექსის” კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

მისი განცხადებით, ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს.

 

12 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 71 570 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 12 375 ადამიანი. აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

https://youtu.be/hqb1TvVmDTQ

banner
წინა სტატიაშითეონა აქუბარდია – კონსულტაციებში მონაწილეობას მივიღებთ ყველა პარტიასთან
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები „სინოფარმის” ვაქცინით აიცრნენ