საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები „სინოფარმის” ვაქცინით აიცრნენ

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.

მათ აცრა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარეს.

„სინოფარმის“ ვაქცინით ამ დროისთვის უმრავლესობიდან აიცრნენ: შალვა პაპუაშვილი, ნინო ლაცაბიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ამილახვარი, ოპოზიციიდან კი, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, ავთანდილ ენუქიძე, იაგო ხვიჩია.

„მოვუწოდებ ყველას, აიცრას. ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს პანდემია, ქვეყანა კვლავ გაიხსნას, გაიხსნას ეკონომიკა, გადარჩეს მოსახლეობის სიცოცხლე. ყველას მოვუწოდებ, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და გაიკეთოს ვაქცინა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან იყო შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი 4 აპრილიდან დაიწყო.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების ჩართვას, ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 43-მდე გაიზარდა