ტრამპმა “რუსეთის მავნე ჩვევებთან საბრძოლველად” 500 მილიონი დოლარის გამოყოფის წინადადება წამოაყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “რუსეთის მავნე ჩვევებთან საბრძოლველად” 500 მილიონი დოლარის გამოყოფის წინადადება წამოაყენა. შესაბამისი თანხა აშშ-ს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტშია მითითებული, რომელიც 11 მარტს გამოაქვეყნეს. თანხას ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გააგზავნიან ერთობლივი უსაფრთხოების გასაძლიერებლად, აშშ-ს მოკავშირეების ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და სხვა.

გარდა ამისა, თანხა შესაძლებელია, დაიხარჯოს “ეკონომიკური გარემოს სისუსტეებში”, რომელსაც რუსეთი თავიანთი ინტერესებისთვის იყენებს – ნათქვამია დოკუმენტში – “დოიჩე ველე” წერს.
დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის საერთო შემოსავლები 3,64 ტრილიონი დოლარი იქნება, გასავალი – 4,74 ტრილიონი. თავდაცვის ხარჯები 5%-ით გაიზრდება და 718 მილიარდი დოლარი გახდება.

banner
წინა სტატიაშიხალხს აღელვებს კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დემოკრატია, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვნახეთ დარღვევები
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ქობულეთში