ხალხს აღელვებს კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დემოკრატია, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვნახეთ დარღვევები

ხალხს აღელვებს კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დემოკრატია, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვნახეთ დარღვევები – ეს განცხადება ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორმა, “კურიერთან” ინტერვიუს დროს გააკეთა.

კურტ ვოლკერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ დემოკრატიულ გზას არ გადაუხვიოს.

„საქართველოს კარგი რეპუტაცია აქვს დასავლეთში, დემოკრატიის, ეკონომიკის განვითარების, დასავლეთზე ორიენტირებული საზოგადოების კუთხით. ქვეყანამ გაატარა უამრავი რეფორმა, მაგრამ ჯერ გრძელი გზა აქვს გასავლელი. ხალხს აღელვებს კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დემოკრატია, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვნახეთ დარღვევები. ამიტომ, თქვენ მუდმივად უნდა იმუშაოთ, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდეს,“ – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

ამერიკელი მაღალჩინოსანი ხვალ, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. კურტ ვოლკერი სალომე ზურაბიშვილთან ისაუბრეს იმ გარემოზე, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნოდ იყო შექმნილი.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა ანკარაში ბელგიის ელჩი გამოიძახა
შემდეგი სტატიატრამპმა “რუსეთის მავნე ჩვევებთან საბრძოლველად” 500 მილიონი დოლარის გამოყოფის წინადადება წამოაყენა