ტრამპმა აშშ-ს მოკავშირეებთან ურთიერთობაზე ისაუბრა

“სენატორები, რომლებიც თვლიან, რომ სხვა ქვეყნებთან პარტნიორობას არ ვაფასებ, ცდებიან. ვაფასებ” – აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე კი დაწერა, რომ აშშ მუდმივად უჭერს მხარს ძალიან მდიდარ ქვეყნებს, ისინი კი შეერთებული შტატების და მისი გადასახადების გადამხდელების ფულს იყენებენ. “გენერალი მატისი ამ პრობლემას ვერ ხედავდა. მე ვხედავ და ის გადაჭრილი იქნება” – დაწერა “ტრამპმა”.
21 დეკემბერს, წასვლამდე შტატების თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა ჯეიმს მატისმა წერილში ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდა მეტი პატივისცემით მოექცეს ვაშინგტონის მოკავშირეებს. გენერალი მატისის გადადგომის მიზეზი ტრამპის სირიიდან ჯარის გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება იყო.

23 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემალუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ღრმა მწუხარებას გამოხატავს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, რომელიც სირიიდან ამერიკული სამხედროების გაყვანას ეხება. “მოკავშირე საიმედო უნდა იყოს იმისათვის, რომ სხვა მოკავშირეებთან კოორდინირებულად იმოქმედოს. იყო მოკავშირე, ნიშნავს, მხარდამხარ იბრძოლო” – თქვა მაკრონმა 23 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ან ნაწილობრივ შეიზღუდება
შემდეგი სტატიატრამპის თქმით აშშ-ს ნაცვლად სირიას საუდის არაბეთი დაეხმარება