ტრამპის თქმით აშშ-ს ნაცვლად სირიას საუდის არაბეთი დაეხმარება

საუდის არაბეთი მზად არის სირიის აღსადგენად თანხა გამოყოს – აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის “ტვიტერ”-ბლოგზე დაწერა. “საუდის არაბეთი დათანხმდა, რომ აშშ-ს ნაცვლად სირიის აღდგენისთვის საჭირო დახმარება გაწიოს. ხედავთ? ხომ სასიამოვნოა, როცა თავის მეზობლებს აღდგენაში მეზობელი მდიდარი ქვეყნები ეხმარებიან და არა უდიდესი ქვეყანა, აშშ, რომელიც მისგან 5 ათასი მილის იქით მდებარეობს?” – დაწერა ტრამპმა. მან საუდის არაბეთს ამ ნაბიჯისთვის მადლობა გადაუხადა.
აშშ სირიიდან საკუთარი ჯარის გამოყვანას აპირებს. სავარაუდოდ, ამისთვის 60-დან 100 დღემდე იქნება საჭირო. ტრამპი ამ გადაწყვეტილებისთვის გააკრიტიკეს როგორც სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებმა, ასევე საკუთარი მთავრობის წევრებმაც.

სირიაში 2011 წლიდან გრძელდება სამოქალაქო ომი.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა აშშ-ს მოკავშირეებთან ურთიერთობაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიანავთობ Brent-ის ფასი კიდევ დაეცა