ტრამპის თქმით, სირიაში “ისლამური სახელმწიფო” ასი პროცენტით განადგურებულია

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრმაპის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ასი პროცენტით განადგურებულია. მან სრულიად დაკარგა სირიაში კონტროლი – 22 მარტს ფლორიდაში ჟურნალისტებთან თქვა. ტრამპმა მათ ქვეყნის გეოგრაფიული რუკა აჩვენა. ერთ-ერთ მათგანზე აღნიშნული იყო ზონები, სადაც ბოევიკები იმყოფებოდნენ მისი პრეზიდენტად არჩევის პერიოდში. მეორე რუკაზე ეს აღნიშვნები არ იყო, რაც, ტრამპის თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ “ისლამური სახელმწიფო” საბოლოოდ დამარცხებულია. “გილოცავთ, ვფიქრობ, დიდი ხანია ამის დრო იყო” – Reuters-ი ავრცელებს.

რამდენიმე ხანში ტრამპმა საკუთარი “ტვიტერით” ტერორისტების იდეოლოგიის მხარდამჭერებს მიმართა გაფრთხილებით, იმის შესახებ, რომ ამ ტერორისტულმა დაჯგუფებამ მარცხი იწვნია და “დროა ამაზე ფიქრი, მანამდე, სანამ მის გამო საკუთარ ცხოვრებას დაანგრევთ”. “მათ არაფერი აქვთ აღსაფრთოვანებელი. ისინი ბოროტი იმედის ჩრდილის ჩვენებას შეეცდებიან ყოველთვის, მაგრამ ისინი დამარცხდნენ ად ძლივს სუნთქავენ” – დაწერა ტრამპმა.

ამავე დროს, “სირიის დემოკრატიული ძალების” ალიანსი აქვეყნებს, რომ ქვეყანაში ძველებურად მიდის საბრძოლო მოქმედებები. მათი ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” ბოლო სიმაგრე დასახლებული პუნქტი ბაგხუსია – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია , წერტილი
შემდეგი სტატიავაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა