ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სამშენებლო ამწის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად Nissan Tiida-ს მძღოლი და ქვეითი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან 10 წლამდე.

banner
წინა სტატიაშიტრამპის თქმით, სირიაში “ისლამური სახელმწიფო” ასი პროცენტით განადგურებულია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 1 პირი დააკავა