ტრამპის სამედიცინო ცნობა თვითონ ტრამპმა დაწერა

დონალდ ტრამპის ყოფილი პირადი ექიმი ირწმუნება, რომ 2015 წელს მას არ გაუცია სამედიცინო დასკვნა, სადაც ეწერა, რომ მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი “გასაკვირად ჯანმრთელია”. “ტრამპმა მიკარნახა ეს ცნობა თავიდან ბოლომდე” – განაცხადა ექიმმა ჰაროლდ ბორნშტეინმა “სიენენთან” ინტერვიუში. თეთრ სახლს მის განცხადებაზე, ჯერეჯრობით კომენტარი არ გაუკეთებია. გარდა ამისა, ბორნშტეინი ირწმუნება, რომ 2017 წელს ტრამპის პირადი მცველი მის სამუშაო კაბინეტში შეიჭრა და პრეზიდენტობის კანდიდატის ჯანმრთელობის შესახებ მასალები გაიტაცა. ექიმი “სიენენთან” ირწმუნება, რომ 2015 წლის ცნობა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ “ტრამპი ყველაზე ჯანმრთელი ადამიანია იმათ შორის, ვინც ოდესმე აშშ-ს პრეზიდენტი ყოფილა”, მის პროფესიონალური დასკვნას არ შეესაბამებოდა – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიყალბი პრეზიდენტი, ყალბი რეჟიმი და ყალბი ოპოზიცია
შემდეგი სტატიაბასკების სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ETA თვითდაშლა გამოაცხადა