ბასკების სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ETA თვითდაშლა გამოაცხადა

ბასკების სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ETA ბასკების რესპუბლიკის შექმნის თითქმის 60 წლიანი ბრძოლის შემდეგ თვითდაშლა გამოაცხადა. ორგანიზაცია ETA (Euskadi Ta Askatasuna – ბასკების ქვეყანა და თავისუფლება) 1958 წელს დაარსდა. ის ბასკების ესპანეთისა და საფრანგეთისგან გამოყოფასა და დამოუკიდებლობისთვის შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებდა. წერილში, რომელიც 16 აპრილით არის დათარიღებული და რომელიც ინტერნეტ გამოცემა El Diario-მ დღეს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ “ETA თავის სტრუქტურებს სრულიად შლის” და წყვეტს ყველა სახის პოლიტიკურ აქტივობას. წერილში, ასევე წერია, რომ მათ ბასკეთის ქვეყნის შესახებ პოლიტიკური კონფლიქტის გადაჭრა ვერ შეძლეს. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაჯგუფების თვითდაშლა მის ავტომატურ შეწყვეტას არ ნიშნავს.
ამასთან ერთად, დაჯგუფება სამართალდამცველებს ჩააბარებს მის ხელთ არსებულ ყველა შეიარაღებას და ასაფეთქებელ მოწყობილობებს. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განცხადება, მათ 2011 წელს გააკეთეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიტრამპის სამედიცინო ცნობა თვითონ ტრამპმა დაწერა
შემდეგი სტატიატრამპის კომენტარი მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებაზე