ტრამპის ყოფილი-ადვოკატი: “ტრამპი არის რასისტი, თაღლითი და მატყუარა”

აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ ტრამპმა იცოდა ინფორმაციის გაჟონვისა და დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ელექტრონული წერილების გამოქვეყნების შესახებ. კოენმა კონგრესს ასევე, უთხრა, რომ დონალდ ტრამპი მოსკოვში ცათამბჯენის მშენებლობის გეგმებზე საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც მუშაობდა. ჩვენებებში ექს-ადვოკატმა ტრამპს რასისტი და თაღლითი უწოდა.

“მრცხვენია ჩემი სისუსტის და უადგილო ლოიალობის გამო, რომელიც ტრამპის დასაცავად გამოვავლინე. მრცხვენია იმის გამო, რომ ტრამპის საიდუმლო მოქმედებებში მივიღე მონაწილეობა იმის ნაცვლად, რომ ჩემი სინდისისთვის დამეჯერებინა. მრცხვენია, იმიტომ რომ ვიცი, ვინ არის ბატონი ტრამპი. ის არის რასისტი, მატყუარა და თაღლითი” – კონგრესის წევრებთან განაცხადა კოენმა – წერს “ბიბისი”.

“პრეზიდენტმა მე ვირთხა მიწოდა. მე მქვია მაიკლ დინ კოენი” – ტრამპის ყოფილმა იურისტმა დაამატა.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძემ საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია გახსნა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი თბილისის მუნიციპალიტეტის განცხადებას ეხმიანება