ტრამპი ვენესუელაში აშშ-ს სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს

ვაშინგტონი ვენესუელაში შექმნილ სიტუაციაში სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-თან თქვა, რომელიც ეთერში კვირას, 3 თებერვალს გავიდა. “ეს გამოკვეთილად ერთ-ერთი ვარიანტია” – ხაზგასმით თქვა სახელმწიფოს მეთაურმა. ტრამოპმა დაამატა, რომ მან ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს შეხვედრაზე უარი უთხრა. “ჩვენ ძალიან შორს შევედით ამ პროცესში” – ტრამპის სიტყვებს “დოიჩე ველე” ციტირებს.

ვენესუელაში ქვეყნის მეთაურის არჩევნები 2018 წლის მაისში ჩატარდა, რომელშიც ნიკოლას მადურომ ხმათა 70 % მიიღო.

ევროპის პარლამენტმა, აშშ-მ, კანადამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარეს. 3 თებერვალს გავრცელდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიმადურო ვენესუელაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს
შემდეგი სტატიაგია აბაშიძე – “საზოგადოების მეოთხედი რუსთავი2-ს აღიქვამს, როგორც ტოტალურ დეზინფორმატორს”