გია აბაშიძე – “საზოგადოების მეოთხედი რუსთავი2-ს აღიქვამს, როგორც ტოტალურ დეზინფორმატორს”

პოლიტოლოგი გია აბაშიძე ტელეეთერით სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება. ექსპერტი ამ მხრივ, ყურადღებას ამახვილებს “რუსთავი2”-ზე, რომელსაც მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი დეზინფორმაციის გამავრცელებლად აღიქვამს.

“დაახლოებით მეოთხედი ჩვენი საზოგადოებისა რუსთავი2-ს აღიქვამს, როგორც ტოტალურ დეზინფორმატორს, რომელიც ავრცელებს არასწორ ამბავს, ახდენს მანიპულაციას, ანუ სინამდვილე შერეული ტყუილთან ეს არის ტყუილები, მათ შორის მთავრობის საქმიანობაზე, მერიის საქმიანობაზე, პარტიულ საქმიანობაზე” – აცხადებს გია აბაშიძე.

პოლიტოლოგმა დეზინფორმაციის გავრცელებისა და ტელარხების კვლევა თავადაც ჩაატარა და მისი თქმით, შედეგი “ენდიაის” კვლევის იდენტურია.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ვენესუელაში აშშ-ს სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიამაკედონიის ექს-პრემიერი უნგრეთში გაიქცა მოკვლის შესახებ მუქარების გამო