“ტრამპი სერიული მატყუარაა” – FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელი

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კომიმ სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ თავის პირველ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “სერიული მატყუარაა”, ასევე, თქვა, რომ ტრამპი “ქალებს ისე ექცევა, როგორც ხორცის ნაჭერს” და რომ ტრამპს “მორალური უფლება არა აქვს პრეზიდენტი იყოს”. ABC News-თან დაანონსებული FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელის ინტერვიუმდე დონალდ ტრამპმა ის ტყუილის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
“არ ვეთანხმები მათ, ვინც ამტკიცებს იმას, რომ ტრამპი გონებრივად ჩამორჩენილია ან მას დემენცია უნვითარდება, არ მგონია, რომ ის საპრეზიდენტო პოსტისთვის არ გამოდგება სამედიცინო მაჩვენებლებით. მე მგონია, რომ ის უვარგისია თავისი მორალური თვისებებით” – განაცხადა კომიმ ტრამის შეფასებისას.

კომისა და ტრამპს შორის ურთიერთობა რომ დაძაბულია ეს ყველამ იცის, მაგრამ ამჯერად ცეცხლზე ნავთი დაასხა კომის წიგნმა “უმაღლესი ლოიალობა: სიმართლე, ტყუილი და ლიდერობა”. წიგნის გამოსვლამდე ავტორი აქტიურად ეხმიანებოდა ჟურნალისტებს. ტრამპმა წიგნზე თქვა, რომ “კრიტიკოსების მიერ ცუდი შეფასებების მქონე წიგნში კომი დიდ საკითხებს ეხება, თუმცა თვითონ კომი ციხეშია ჩასასმელი”, ასევე, უკანასკნელი დღეების მანძილზე ტრამპი კომს ღიად უწოდებს “ნაძირალას”.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: იმ ხალხმა, ვინც ცუდად იცის ისტორია, პოპულიზმად მონათლა ჩემი შეტევა მევახშეებზე
შემდეგი სტატიააშშ და ბრიტანეთი რუს ჰაკერებს მასობრივ კიბერშეტევაში ადანაშაულებენ