სააკაშვილი: იმ ხალხმა, ვინც ცუდად იცის ისტორია, პოპულიზმად მონათლა ჩემი შეტევა მევახშეებზე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 00:39

სააკაშვილი: იმ ხალხმა, ვინც ცუდად იცის ისტორია, პოპულიზმად მონათლა ჩემი შეტევა მევახშეებზე

იმ ხალხმა, ვინც ცუდად იცის ისტორია, პოპულიზმად მონათლა ჩემი შეტევა მევახშეებზე. და ისე, ცნობისთვის – 1933 წლის 4 მარტის ინაუგურაციის შემდეგ, რუზველტმა პირველ რიგში მოიწვია კონგრესის სპეციალური სესია, რომელმაც 100 დღის განმავლობაში შეიმუშავა ახალი კურსის საკანონმდებლო საფუძვლები კრიზისის მოთოკვის მიზნით. კანონპროექტების უმეტესობა “გონების ტრესტის” მიერ ჯერ კიდევ არჩევნებამდე შემუშავდა. ახალი კურსის პირველ კანონებს უნდა აღედგინათ მოსახლეობის ნდობა მთავრობისადმი, მხარი დაეჭირათ ეროვნული ვალუტისთვისა და ეკონომიკისათვის მთლიანობაში ფასების დაცემის შეჩერების მიზნით. იგეგმებოდა უმუშევრებისთვის დახმარების გაწევა, უმთავრესად _ მშენებლობის სტიმულირების მასშტაბური პროგრამის ჩარჩოებში, აგრეთვე უმუშევრებისადმი დახმარების ფედერალური მხარდაჭერის პროგრამის მეშვეობით, რომლებსაც შტატები ანხორციელებდნენ. მთლიანობაში რუზველტის ამოცანა იყო ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა კერძო მეწარმეობის სისტემის შენარჩუნების თანხლებით.

1933 წლის 6 მარტს პრეზიდენტმა ოთხდღიანი საბანკო “არდადეგები” გამოაცხადა. კონგრესმა რუზველტის ინიციატივა მოიწონა და ფინანსთა სამინისტროს ბანკების შემოწმება დაავალა. ჩატარებული რევიზიის შემდეგ, მხოლოდ პირველი თვის განმავლობაში ახალმა ადმინისტრაციამ მილიარდზე მეტი დოლარი დამალული აღმოაჩინა. გლას-სტიგალის კანონმა 1933 წელს გააფართოვა ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს უფლებამოსილებანი, რომელიც საბანკო სისტემას აკონტროლებდა. ამ ორგანომ ბანკები აიძულა გაეყოთ სადეპოზიტო და საინვესტიციო ფუნქციები, დააწესა დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია. სახლის მფლობელთა კორპორაციამ (შეიქმნა 1933 წელს) შემდგომი სამი წლის განმავლობაში მილიონ სახლის მეპატრონეს გადასცა სესხი 2 მილიარდზე მეტი დოლარის ოდენობით. რუზველტმა გააუქმა ოქროს სტანდარტი იმ იმედით, რომ საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში დოლარის ღირებულება დაეცემოდა, ხოლო შიგა ფასები გაიზრდებოდა. ამ ზომებმა მართლაც გამოიწვია ფასების ზრდა, დოლარის ღირებულების საერთაშორისო ბაზრებზე, ოღონდ _ ხანმოკლე ვადით. ფასების მომატების კამპანიის წარმატების შეწირვით გარისკვა რუზველტს არ სურდა, ამიტომაც რუზველტმა უარყო ლონდონის ეკონომიკური კონფერენციის წინადადება ვალუტების საერთაშორისო კურსის სტაბილიზების თაობაზე (1933 წ.). კანონებმა ფასიანი ქაღალდებისა (1933 წ.) და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შესახებ (1934 წ.) ინვესტორები თაღლითური გარიგებებისაგან დაიცვა, რომელმაც საფონდო ბაზარი 1920-იანი წლებში საგრძნობლად შეასუსტა. კანონმა ბანკების შესახებ (1935 წ.) კიდევ უფრო გააძლიერა ფედერალური კონტროლი ბანკებზე, საკრედიტო სისტემებზე და ფასიანი ქაღალდების ბრუნვაზე. ამ ზომებმა თანდათან აღადგინეს ნდობა საფინანსო სისტემებისადმი. სხვა კანონებთან შესაბამისად, შეიქმნა პოტენციურ მომხმარებლებზე სახსრების გადანაწილების სააგენტოები. საგანგებო დახმარების გაწევის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ჰარი ჰოპკინსის მეთაურობით, შტატებს 200 მილიონი დოლარი უმუშევრებისთვის პირდაპირი დახმარების გაწევისათვის გადასცა-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 00:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,813
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics