ტრამპი საუდის მეფეს ელაპარაკა და პომპეოს ერ-რიადში აგზავნის

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საუდის არაბეთის მეფე სალმანთან საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის გაქრობის საქმეზე ისაუბრა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ს სახელწმიფო მდივანი მაიკ პომპეო ერ-რიადში გაფრენას აპირებს, რომ მეფეს პირადად შეხვდეს. საჭიროების შემთხვევაში, სხვა ადგილებშიც გაფრინდება – ტრამპმა დაამატა. ხაშოგი, შესაძლებელია, “მკვლელი-ბანდიტების” მსხვერპლი გახდა. მეფე სალმანთან 20 წუთიანი დიალოგის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მეფეს “არანაირი წარმოდგენა არა აქვს რა შეიძლებოდა ხაშოგს დამართვნოდა”, მეფემ, ასევე, განაცხადა, რომ საუდის ხელისუფლება, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თურქეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უყურადღებოდა არ დატოვებს არაფერს – “ამერიკის ხმა” წერს.

ამავე დროს, ორშაბათს დაახლოებით ათი ადამიანი შევიდა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში. ადრე თურქ დიპლომატებზე დაყრდნობით გავრცელდა, რომ ჯამალ ხაშოგის გაქრობის საქმეზე თურქულ-საუდელი გამომძიებლების ჯგუფი მუშაობს. ჯერჯერობით, უცნობია, ჯგუფში, რომელიც დღეს ესტუმრა საკონსულოს, იყვნენ თუ არა საუდელი გამომძიებლები.
დღესვე, საუდის მეფემ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს. თურქეთის ხელისუფლების აზრით, საუდელი ჟურნალისტი საკონსულოში საუდელმა აგენტებმა მოკლეს. საუდის არაბეთი ამ ბრალდებას “დაუდასტურებელს” უწოდებს.
ჯამალ ხაშოგი საკონსულოში 2 ოქტომბერს შევიდა.

banner
წინა სტატიაშისუბელიანის შვილის ორგანიზებულ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი და დადუნაშვილი, ხოლო მირზა სუბელიანმა პირდაპირ გაწირა მისი შვილი – სარალიძე
შემდეგი სტატიაჩვენ მივიღეთ რუსული კორუფციული მართვის სახელმწიფო