ტრამპი პუტინს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებამდე არ შეხვდება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უკრაინელი მეზღვაურებისა და გემების გათავისუფლებამდე არ შეხვდება, რომელიც ყირიმის რაიონში დააპატიმრეს რუსმა მესაზღვრეებმა – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა 13 დეკემბერს განაცხადა.
ორი კვირით ადრე ტრამპმა “დიდი ოცეულის” სამიტზე ბუენოს-აირესში პუტინთან შეხვედრა გადადო. ოქტომბერში დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინი 2019 წლისთვის თეთრ სახლში დაპატიჟა.

25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში სამი უკრაინული გემი და 23 მეზღვაური რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს. მათ გემებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიჭრა რამდენიმე მეზღვაური.

banner
წინა სტატიაშინატო უკრაინას სამხედრო კავშირისათვის საჭირო აპარატურას გადასცემს
შემდეგი სტატიაევროკავშირის სამიტის მონაწილეები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ შემოიღებენ