ნატო უკრაინას სამხედრო კავშირისათვის საჭირო აპარატურას გადასცემს

მიმდინარე წლის ბოლომდე ნატო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო კავშირისთვის საჭირო აპარატურას გადასცემს, რომელიც მოსმენებისგან დაცული იქნება – 13 დეკემბერს ბრიუსელში ალიანსის ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრე პოროშენკოსთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ეს მხარდაჭერა კიევსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის ესკალაციასთან არ არის კავშირში, რომელიც ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს უკრაინული გემებისა და მეზღვაურების დაკავებამ გამოიწვია – თქვს სტოლტენბერგმა.
პოროშენკომ, შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატოს რუსეთის მოქმედებას პასუხი გასცეს. პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა, როცა მან აზოვის ზღვაში უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა, “წითელი ხაზი გადაკვეთა”. მან, ასევე თქვა, რომ სტოლტენბერგს და ევროკავშირის ხელმძღვანელებს იმ რუსი სამხედრო მოსამსახურეების სია გადასცა, რომელთა მიმართ კიევს სანქციების დაწესება სურს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიატრამპი პუტინს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებამდე არ შეხვდება