ევროკავშირის სამიტის მონაწილეები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ შემოიღებენ

ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციედენტის გამო, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოიღებას არ აპირებს – ნათქვამია პროექტში, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების სამიტზე მიიღეს მისი გახსნის პირველ დღეს, ბრიუსელში, 13 დეკემბერს – “დოიჩე ველე” წერს.
დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები “უკიდურეს შეშფოთებას” გამოხატავენ კიევსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის ესკალაციის გამო, მაგრამ ახალ სანქციებზე საუბარი არ არის. ევროკავშირის შიგნით სადამსჯელო ზომების შესახებ ერთსულოვანი აზრი არ არსებობს – გამოცემის წყაროები ამბობენ. ამავე დროს, სამიტის მონაწილეები კიევს “ფართო მხარდაჭერას” პირდებიან “უკრაინის შესაბამის ტერიტორიებზე”. მასში აზოვის ზღვის რეგიონი იგულისხმება – გამოცემა წერს.
ასევე, ევროკავშირის ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი უკრაინის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას.

banner
წინა სტატიაშიტრამპი პუტინს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებამდე არ შეხვდება
შემდეგი სტატიავინ შევა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 2019 წელს