ტრამპი ამბობს რომ ის საკმაოდ ჭკვიანია დაზვერვასთან ყოველდღიური ბრიფინგების ჩატარებისთვის

აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაზვერვასთან ყოველდღიურ ბრიფინგებზე უარი თქვა. აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დაზვერვის სამსახურს ყოველდღე ხვდება.
Fox News-ის წამყვანმა კრის უოლესმა ტრამპს კითხა, მართალია თუ არა ის, რომ ტრამპი დაზვერვის სამსახურთან მხოლოდ კვირაში ერთხელ აპირებს შეხვედრას. შეკითხვაზე ტრამპმა უპასუხა, რომ ამას აუცილებლობის ფარგლებში გააკეთებს, ყოველდღიური შეკრებები კი მას სწორ ფორმატად არ მიაჩნია. “თუკი შეიცვლება რამე, მე შეხვედრამდე ერთი წუთით ადრე მზად ვიქნები” – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და დაამატა: “იცით, მე საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ვარ და არ მჭირდება ერთი და იგივე ინფორმაციის მოსმენა ყოველდღე, რვა წლის მანძილზე”.

ბარაკ ობამა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ყოველდღე ხვდება, ზოგჯერ გამოსასვლელ დღეებშიც.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის თანაბარუფლებიან პარტნიორად აღიარებეზე უარი თქვა
შემდეგი სტატია15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება