ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის თანაბარუფლებიან პარტნიორად აღიარებეზე უარი თქვა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა, რომ მზად არის პენტაგონის ახალ ხელმძღვანელთან თანამშრომლობაზე, მაგრამ უარი თქვა რუსეთი თანაბარუფლებიან პარტნიორად აღიაროს – ასეთი კომენტარი გააკეთა მინისტრმა მედიაში გამოჩენილ ინფორმაციაზე, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოხვდებიან ადამიანები, რომლებიც მოსკოვისადმი სიმპათიით არიან გამსჭვალული – Reuters-ი წერს.
“მზად ვარ თავდაცვის ახალ მინისტრთან ჯონ მატისთან ვიმუშაო, რომ ნატოს მიმართ რუსეთის აგრესია დავამარცხოთ, რომ მოსკოვთან ურთიერთბის დეესკალაცია მოხდეს და, როგორც უკვე ვთქვი, მზად ვარ რუსეთთან სირიის კონფლიქტის დასარეგულირებლად ვითანამშრომლო” – თქვა ფელონმა.
ამასთანავე, მან განაცხადა, რომ არ შეიძლება მოსკოვი “ტოლად მიიჩნიონ”. “რუსეთის დასავლეთის სტრატეგიული კონკურენტია და ჩვენ ეს უნდა გავიგოთ” – დაამატა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთმა The Wall Street Journal გაავრცელა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, ტრამის ახალ ადმინისტრაციაში, ნავთობ კორპორაცია ExxonMobil-ის დირექტორი რეკს ტირელსონი დაინიშნება. გამოცემამ აღნიშნა, რომ ტირელსონს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. 2012 წელს მან რუსეთის მეგობრობის ორდენი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აშშ-ს ვალდებულება არ არის
შემდეგი სტატიატრამპი ამბობს რომ ის საკმაოდ ჭკვიანია დაზვერვასთან ყოველდღიური ბრიფინგების ჩატარებისთვის