ტომ კრუზმა პროტესტის ნიშნად “ოქროს გლობუსი” დააბრუნა

ტომ კრუზმა პროტესტის ნიშნად

ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა ტმ კრუზმა, რომელმაც პროტესტი გამოხატა იმის გამო, რომ ჰოლივუდის უცხოური მედიის ასოციაციის (HFPA) ჟიურიში რასობრივი მრავალფეროვნება არ არის, “ოქროს გლობუსი”, რომელიც მას სამჯერ აქვს აღებული, დააბრუნა. ტელეკომპანიამ NBC პრემიის გადაცემის პირდაპირ ტრანსლაციაზე კი უარი თქვა – “დოიჩე ველე” წერს ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით.

ტომ კრუზს “ოქროს გლობუსი” აღებული აქვს 1990 წელს (Born on the 4 of July , 1989), 1997 წელს (“Jerry Maguire”, 1996) და 2000 წელს (“Magnolia”, 1999).

გუშინ დილით, ასევე, ამერიკულმა მედიაკომპანიამ NBC, რომელიც “ოქროს გლობუსის” გადაცემის ცერემონიას პირდაპირ ეთერს უთმობს ტრადიციულად, უარი თქვა 2022 წელს ღონისძიების გაშუქებაზე, რადგანაც ჟიური საჭირო რაოდენობით არ წარმოადგენს ამერიკულ საზოგადოებას. ამავე დროს, მედიაკომპანიამ განაცხადა, რომ ჟიურიში მდგომარეობის გამოსწორების შემთხვევაში, “ოქროს გლობუსს” საკუთარ ეთერს 2023 წელს ისევ დაუთმობს.

ჰოლივუდის უცხოური მედიის ასოციაციას მკაცრად აკრიტიკებენ შავკანიანი წარმომადგენლების ჟიურიში არ ყოფნის გამო. სულ ჟიურის 87 ჟურნალისტი წარმოადგენს. ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ მდგომარეობას გამოასწორებენ და საჭირო ცვლილებებს განახორციელებენ.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: რეგიონებში გახარიას კადრების წმენდა დაიწყო
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ინდური ვარიანტი “საგანგაშოა” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია