ექსკლუზივი: რეგიონებში გახარიას კადრების წმენდა დაიწყო

„თაიმერისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა და ფოთის ვიცე-მერი კოტე თოფურია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

“თაიმერის” ინფორმაციით, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი დავით გვიშიანი დირექტივებს აძლევს მერებს იმ მოადგლეების შესახებ, რომლებიც გახარიას გუნდის თანამოაზრეებად ითვლებიან და მათ გათავისუფლებას ავალებს.

ამ თემასთან დაკავშირებით, ფოთის მერის მოადგილე, 17:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

ასევე „თაიმერისთვის“ ცნობილია ისიც, რომ „ქართული ოცნებიდან“ გახარიას გუნდში გადაბარგებული დეპუტატი შალვა კერესელიძე აკაკი ხუნწელიას სიძეა. (დის ქმარი)

გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალურ გათავისუფლებებზე მოკვლევას დაიწყებს სახალხო დამცველი.

14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა.

ბრიფინგზე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრები და თანამოაზრეები არიან, საერთო ფასეულობები აქვთ და მასთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით გადადიან ახალი პარტიის მშენებლობაზე.

ავტორი: ნენე ინჯგია

banner
წინა სტატიაშითიბისი ბიზნესი VIS Kitchen-ის პარტნიორია
შემდეგი სტატიატომ კრუზმა პროტესტის ნიშნად “ოქროს გლობუსი” დააბრუნა