(VIDEO) ტომ კრუზის ყვირილი “მუმიადან” მემი გახადეს

“მუმიის” ტრეილერში, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გამოვიდა, ტომ კრუზის გმირი, სიკვდილამდე ყვირის. შემდეგ მოხდა ” რაღაც სასწაული”. IMAX-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ტომ კრუზის ყვირილი კარგად ისმის – წერს “ინდეფენდენტი”.

ინტერნეტ-მომხმარებლებმა გვერდი ვერ აუარეს კლიპს და მემების უამრავი რაოდენობა შექმნეს. გამოქვეყნდა სხვადასხვა ცნობილი ფილმებიდან ნაწყვეტები, სადაც ე.წ. “ვილჰელმის ყვირილი” ტომ კრუზის ყვირილით არის შეცვლილი.

ვილჰელმის ყვირილი პოპულარული ხმოვანი ეფექტია, რომელიც ტელევიზიასა და კინოში ხშირად ისმის. ის 1951 წელს შეიქმნა და დღემდე 200-ზე მეტ ფილმშია გამოყენებული, მათ შორის, “ვარსკვლავურ ომებში”.

banner
წინა სტატიაშიინდოეთის ავიაკომპანიებს თვითმფრინავებიდან ეკსკრემენტების გადმოგდების გამო დააჯარიმებენ
შემდეგი სტატიასოციალური მომსახურების სააგენტო ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს