ინდოეთის ავიაკომპანიებს თვითმფრინავებიდან ეკსკრემენტების გადმოგდების გამო დააჯარიმებენ

ინდოეთის სასამართლომ, რომელიც ეკოლოგიის საკითხებზეა ორიენტირებული, დააჯარიმა ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინევებიდან ეკსკრემენტებს ისროდნენ – წერს The Hindustan Times-ი.
ყოველ გადმოგდებულ ჯერზე ჯარიმა 50 ათასი რუპიაა (736 დოლარი).

სასამართლო განხილვის მიზეზი გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტის სატვანტ სინგჰა დახიას საჩივარი გახდა, რომელიც დელის სამხრეთით ცხოვრობს. მან განაცხადა, რომ მის სახლზე ციდან რეგულარულად ცვივა ეკსკრემენტები. გამოძიებამ აჩვენა, რომ თვითმფრინავები, რომლებიც ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტიდან მიფრინავენ, მათ ღამ-ღამობით ყრიან.

დახიამ ცხელი ხაზის შექმნა შესთავაზა მთავრობას, სადაც ინდოეთის მკვიდრები მსგავს შემთხვევებზე დარეკვას და შეტყობინების დატოვებას შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშიწმინდა სინოდის სხდომაზე მამა დავით ისაკაძე და მამა თეოდორე გიგნაძე გააფრთხილეს
შემდეგი სტატია(VIDEO) ტომ კრუზის ყვირილი “მუმიადან” მემი გახადეს