ტოკიომ ისტორიაში პირველი კუბაში ვიზიტი დაანონსა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სიძო აბე ქვეყნის პირველი ლიდერი იქნება, რომლიც კუბას ეწვევა – დღეს მთავრობის გენერალურმა მდივანმა იოსიხიდე სუგამ გაავრცელა – The South China Morning Post-ი წერს.
ჩინოვნიკის თქმით, ვიზიტის ფარგლებში აბე კუბის ლიდერს რაულ კასტროს შეხვდება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.
“მთავრობა იაპონურ ფირმებს დაეხმარება კუბაში ბიზნესის გასაფართოვებლად, რომელიც სახელმწიფო ინვესტიციებისათვის მიმზიდველია კუბას აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენის შემდეგ” – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ კუბა-აშშ-ს შორის ურთიერთობების დალაგება 2014 წლის ბოლოდან დაიწყო. 2015 წლის ზაფხულში ჰავანასა და ვაშინგტონში ქვეყნის საელჩოები გაიხსნა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში ნაცისტების დროინდელი დროის კაფსულა იპოვეს
შემდეგი სტატია(Video) ტაიფუნმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა