პოლონეთში ნაცისტების დროინდელი დროის კაფსულა იპოვეს

პოლონეთის ქალაქ ზლოცენეცში არქეოლოგებმა გერმანელი ნაცისტების დროინდელი 1934 წელს დატოვებული დროის კაფსულა აღმოაჩინეს. მაშინ ეს ქალაქი, რომელსაც ფელკენბურგი ერქვა, გერმანელებს ეკუთვნოდა.
დროის კაფსულა ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის სკოლის ფუნდამენტში იყო ჩატანებული. შემონახულია დოკუმენტებიც, სადაც კაფსულის შესახებ ინფორმაციაა მოცემული. დოკუმენტები კაფსულამდე დიდი ხნით ადრე იყო ნაპოვნი.
აღმოჩენა არსებული წყლისგასამართი კოშკის ფუნდამენტის გამოკვლევისას იპოვეს. მის ამოსაღებად მეცნიერები მრავალ სირთულეებს წააწყდნენ – მათ ხელს უშლიდათ გრუნტის წყლები, სქელი ბეტონი და ფაშისტებისდროინდელი ნაღმებიც კი.
კაფსულა ორკილოგრამიანია. ის შეცინის მუზეუმში გახსნეს. მასში ძველი მონეტები, გაზეთების არქივი, ფოტოები და 1933 წელს ქალაქის შესახებ გადაღებული ფილმი იდო.

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკის გენპროკურატურა ტრამპის საქველმოქმედო ფონდით დაინტერესდა
შემდეგი სტატიატოკიომ ისტორიაში პირველი კუბაში ვიზიტი დაანონსა