ტიმოშენკოს თქმით, სავჩენკოს უკრაინაში დაბრუნების შესახებ შეთანხმება არსებობს

რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენ

კიევი: ტიმოშენკოს კრემლთან თანამშრომლობაზე სდებენ ბრალსუკრაინული პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ უკვე არსებობს უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინაში დაბრუნების შესახებ შეთანხმება, რომელსაც რუსეთის სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ტელეპროგრამა „შუსტერ ლაივის“ ეთერში მან განაცხადა, რომ გაცვლის შანსი ძალიან დიდია.
„ჩვენი ინფორმაციით, უკვე არსებობს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მას უკრაინაში გაცვლით გამოუშვებენ, ან მას საერთაშორისო სამართლის დოკუმენტების საფუძველზე სასჯელის უკრაინაში მოხდის მიზნით გადმოგვცემენ“ – განაცხადა ტიმოშენკომ. ამასთანავე, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის, წინ როსტოვის მხარის ქალაქ დონეცკის სასამართლომ, ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავედ ცნო რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაში“განვითარებული ხე დარჩება და იმ ტერიტორიას გაალამაზებს “- დავით ნარმანია ტიტაზე
შემდეგი სტატიაგერმანიაში ბრიუსელის ტერაქტში მონაწილეობისათვისა ორი ეჭვმიტანილი დააკავეს