“განვითარებული ხე დარჩება და იმ ტერიტორიას გაალამაზებს “- დავით ნარმანია ტიტაზე

თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ციხისძირიდან შეკვეთილში ტიტას ჯიშის ხის გადატანისას გამოწვეული აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო შექმნილი.
ამის შესახებ დავითა ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს თბილისის ზღვასთან, დენდროლოგიურ პარკში შესაბამისი კითხვის საპახოდ განუცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, თავად ფაქტი ძალიან საინტერესო იყო და ეს არის პირველი პრეცედენტი. მისივე თქმით, ხე უვნებლად ჩაიტანეს გურიაში.

“თვითონ ფაქტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. საქართველოში მსგავსი პრეცენდენტი არ მომხდარა და ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია. შესაბამისმა საინჟინრო ჯგუფმა ყველა ღონე იხმარა და ეკოლოგიურად ყველა პირობაა დაცული, რომ ის მომავალშიც როგორც განვითარებული ხე დარჩება და იმ ტერიტორიას გაალამაზებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდება. ის ყოველთვის კარგს აკეთებს. ესეც დამატებით კარგი საქმე იქნება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრი ვიზიტორი ესტუმრება მხოლოდ იმისთვის, რომ ნახოს რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა”, – განაცცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება 650 ტონიანი ტიტას ჯიშის ხის გადატანასთან დაკავშირებით გამოწვეულ აჟიოტაჟს, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ იყო.

“შესაძლებელია კითხვები გარკვეულ პირებს ჰქონდათ, თუმცა მიმაჩნია, რომ ბევრი მათგანის მხრიდან აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო გამოწვეული, მხოლოდ იმის გამო, რომ ამას ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა”, – დასძინა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიყალბი 20-ლარიანები ლიბერთი ბანკის ბანკომატებში
შემდეგი სტატიატიმოშენკოს თქმით, სავჩენკოს უკრაინაში დაბრუნების შესახებ შეთანხმება არსებობს