გერმანიაში ბრიუსელის ტერაქტში მონაწილეობისათვისა ორი ეჭვმიტანილი დააკავეს

გერმანიაში ბრიუსელის ტერაქტში მონაწილეობისათვისა ორი ეჭვმიტანილი დააკავეს

გერმ.დაკავებებიგერმანიის პოლიციამ ბრიუსელის ტერაქტში მონაწილეობისათვის ორი ეჭვმიტანილი დააკავა – „შპიგელი“ წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ერთ-ერთი მათგანი გუშინ ქალაქ გისენში დააკავეს. პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ბრიუსელში, აეროპორტში ბომბის აფეთქების შემდეგ და მეტროს აფეთქებამდე სამი წუთით ადრე მან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო. ტექსტში ნახსენებია ჰალიდ ბაკრაუი – ადამიანი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, მწყობრში მოიყვანა ასაფეთქებელი ნივთიერება ქალაქის მეტროში. გარდა ამისა, ტექსტში ასევე ნახსენები იყო ერთი სიტყვა – fin (ფრანგულად დასასრული). მეორე ეჭვმიტანილი ვინმე სამირ ე-ა. ის ადრე პოლიციის დაკვირვების ქვეშ იყო. 2015 წელს ის თურქეთ-სირიის საზღვარზე დააკავეს – სირიაში არალეგალურად გადასვლის მცდელობისთვის. დაკავებული ამსტერდამში გაადეპორტეს. თვითმფრინავში ის მიფრინავდა ჰალიდ ბაკრაუისთან ერთად, რომელიც იმავე რაიონში იმავე მიზეზებით იქნა დაკავებული.
გერმანიის პოლიცია აღნიშნულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ბრიუსელში მოხდა აფეთქებების სერია, რომელსაც 32 ადამიანის სიცოცოხლე შეეწირა, ასობით კი დაშავდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

banner
წინა სტატიაშიტიმოშენკოს თქმით, სავჩენკოს უკრაინაში დაბრუნების შესახებ შეთანხმება არსებობს
შემდეგი სტატიაბელგიის გაზეთი ატომური ელექტრო სადგურის დაცვის მკვლელობისა და მისი საშვის გატაცების შესახებ წერს