ტიკარაძე: პოლიტიკურ პარტიებს ვთხოვ, ვირუსის გავრცელებას ხელს ნუ შეუწყობენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა არ შეუწყონ ხელი ვირუსის გავრცელებას და ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკების მზაობა გამოთქვა.

“მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს არის ჩართული პოლიტიკურ პოროცესში, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც დღეს ებრძვის მთელი მსოფლიო. სოციალური დისტანცირება ეს რჩება კვლავ ყველაზე ეფექტურ იარაღად ვირუსთან ბრძოლაში და შესაბამისად ყველა ამ მოწოდების დარღვევა არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – ამბობს ტიკარაძე.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების დამხობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპრემიერი: სისტემური „ლოკდაუნები“ ქვეყანაში არ იქნება, იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები იმისთვის, რომ სწრაფად მოვერიოთ აფეთქების კერებს