თურქულმა ავიაციამ “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე 18 ავიადარტყმა მიიტანა

თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციები დაბომბეს – დღეს Reuters-ი ავრცელებს.
ავიადარტყმების შედეგად 15 შენობა განადგურებულია, რომელსაც ტერორისტები აფარებდნენ თავს და სადაც მათ მეთაურებისა და დაზვერვის შტაბები ჰქონდათ.
თურქეთის ავიაძალებმა დარტყმები განახორციელეს 5 ოქტომბერსაც.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი სირიაში ოპერაცია “ევფრატის ფარს” ატარებს, რომელიც 24 აგვისტოს დაიწყო.
მისიის მიზანია სირია-თურქეთის საზღვრის ტერორისტებისგან განთავისუფლება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო მიმართვა
შემდეგი სტატიანორვეგიის პრემიერი პარლამენტის სხდომაზე პოკემონს თამაშობდა