ნორვეგიის პრემიერი პარლამენტის სხდომაზე პოკემონს თამაშობდა

ნორვეგიის მინისტრთა კაბინეთის მეთაური ერნა სულბერგი პარლამენტის სხდომაზე “პოკემონს” თამაშობდა – შესაბამისი ფოტო ერთ-ერთმა “ტვიტერ” მომხმარებელმა გამოაქვეყნა.
როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, სულბერგის თამაშებისადმი სიყვარული საქვეყნოდ ცნობილია. სლოვაკეთში ვიზიტისას, რომელიც 24 აგვისტოს შედგა, პრემიერმა ჟურნალისტებთან ურთიერთობა რამდენიმე წუთით შეწყვიტა და მათ განუცხადა, რომ მას თამაშში გარკვეული სვლის გაკეთება სჭირდება.

პოკემონის თამაშში შემჩნეული იყო ასევე ნორვეგიის ლიბერალური პარტიის ლიდერი ტრინა სკეი გრანდე.

banner
წინა სტატიაშითურქულმა ავიაციამ “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე 18 ავიადარტყმა მიიტანა
შემდეგი სტატიაკიდევ ერთი სპეცოპერაცია კრწანისის რაიონში მიმდინარეობს – თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე