თურქულ არჩევნებზე ორი პირი დაცხრილეს

ორი ადამიანი ემსხვერპლა სროლას, რომელიც თურქეთში მიმდინარე მუნიციპალური არჩევნების ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გაიმართა – ადგილობრივი მედია წერს. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მალატიაში მოხდა, სადაც ორმა დაჯგუფებამ გაუხსნა ცეცხლი ერთმანეთს.
“კეთილდღეობის პარტიის” ლიდერმა ტემელ კარამოლაოღლუმ “ტვიტერში” დაწერა, რომ გარდაცვლილები მისი პარტიის წევრები არიან.

თურქეთში მუნიციპალური არჩევნები 81 პროვინციაში გაიმართა. ქვეყნის დაახლოებით 57 მილიონი მოქალაქე ირჩევს მერებს, საზოგადოებრივ საბჭოებს და სხვა მუნიციპალურ პოლიტიკოსებს.
უსაფრთხოებას დაახლოებით ნახევარი მილიონი პოლიციელი იცავს.

banner
წინა სტატიაშინახვამდის, ევროპა! გამარჯობა, საქართველო!
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: გულწრფელად ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის ქცევა პოპულისტური მგონია