არჩილ გამზარდია: გულწრფელად ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის ქცევა პოპულისტური მგონია

გულწრფელად ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის ქცევა პოპულისტური მგონია, მაგრამ სადაც ამას ვიტყვით, ისიც ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი უშლიდა ხელს, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე გამოეძიათ, დამნაშავეები დაეკავებინათ და კვალიფიკაცია მიეცათ 90-იანების დასაწყისის მოვლენებისათვის.

არამარკეტინგული პოსტია, ვერავის გულს ვერ მოიგებს, მაგრამ სიმართლეს რა ვუყოთ… ან იქნებ ჯობია, საერთოდაც არაფერი ვთქვა, რა ვქნა, რა ვუყო ამ სიყალბეებს, გავატარო, კონფორმისტი გავხდე… მე ხომ იმ თაობიდან ვარ, თავად რომ “ზციადისტი” ვიყავი ყოველთვის, ბავშვობა – მოზარდობის ხანაში… ეს იყო ადამიანი, რომელიც მნუსხავდა, რწმენით მავსებდა, მაჯერებდა….

მე არ ვიცი, როგორი პრეზიდენტი იქნებოდა ზვიად გამსახურდია, მაგრამ ვიცი, რომ არ დასცალდა… ვიცი, რომ ჩემს მოზარდობაში “კოჭობანას” ტყვიებით ვთამაშობდი… ეს “ტყვიობანა” კი გამსახურდიას მთავრობის დამხობის სიმბოლო იყო…

არ ვიცი, სად იყო მართალი და სად – არა… მაგრამ ზვიად გამსახურდიას სიცოცხლე ეს იყო დრამისა და ტრაგედიის ნიმუში… სულ ცოტა… ზვიადი, იყო გულწრფელი და შესაბამისად, ამით განსაკუთრებული…

პ.ს. ეს ის პ. ს. არის, სინამდვილეში მთავარი რომ არის ჩემთვის მინიმუმ… მამაჩემს და ზვიადს საერთო
ძმაკაცი ჰყავდა. მამა, მრავალ მოგონებას შორის, იხსენებდა ერთ ამბავს, როდესაც ზვიადი თავის მეგობართან მოვიდა, ის სახლში არ იყო და მამაჩემმა უმასპინძლა. ზვიადი ხანდახან მღეროდა კიდეც. იმ დღესაც იმღერა, ბოლოს კი სადარბაზოშიც იმღერეს, ჩვენს ე. წ. “პლოშადკაზე” – კორპუსში ბინებს შორის საერთო “მოედანზე”… მეზობლებსაც ახსოვთ…

არ ვიცი, სად იყო ზვიადი მართალი და სად არა… ვიცი, რომ ის იყო გულწრფელობითა და ტრაგიზმით სავსე… ვიცი, რომ ის იყო განსაკუთრებული… შეცდომებშიც კი… ის იყი ერთგვარი ჯერჯერობით უკანასკნელი მოჰიკანი გულწრფელი პოლიტიკოსისა… იშვიათი
მაგალითი…

ღმერთმა სიმშვიდე მისცეს მის სულს, როგორც განსაკუთრებულ ადამიანს… განსაკუთრებულ სულს…

 

არჩილ გამზარდია

banner
წინა სტატიაშითურქულ არჩევნებზე ორი პირი დაცხრილეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მედია უნდა იყოს მწვავედ კრიტიკული, თუმცა ობიექტური