თურქმენეთში უფასო გაზი, დენი, მარილი და წყალი აღარ ექნებათ

თურქმენეთში უფასო გაზი, დენი, მარილი და წყალი აღარ ექნებათ. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ “თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები და თურქმენეთის ეკონომიკა განვითარდეს”.
გურბანგულ ბერდიმუხამედოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. თურქმენეთის მოსახლეობა კომუნალური მომსახურებისთვის ფულს გადაიხდის, თუმცა, “შეღავათიანს” – ამის შესახებ პრეზიდენტმა განაცხდა
უკანასკნელი წლის მანძილზე სახელმწიფოს კომუნალურ მომსახურებაზე ლიმიტი ჰქონდა დაწესებული, ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში მოსახლეობა თვითონ იხდიდა საფასურს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ავარიას ორი წლის ბავშვი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს