მამუკა ბახტაძე – პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს

ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და ღირსებების დაცვა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით საქართველო უკანასკნელ წლებში გახდა ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა.
“განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ჩვენ დავძლიეთ უმძიმესი გამოწვევა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში დაგვხვდა. დღეს თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს ციხეებში პატიმართა უფლებების დაცვის მხრივ”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

https://www.youtube.com/watch?v=nc1sOAyRRMs&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშითურქმენეთში უფასო გაზი, დენი, მარილი და წყალი აღარ ექნებათ
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – მივმართავ რუსეთის ფედერაციას, შეასრულეთ ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან