“რეალი” და “ბაიერნი” ნაგვის ფორმებით ითამაშებენ

მსოფლიოს ორმა უდიდესმა საფეხბურთო კლუბმა, მადრიდის ,,რეალმა,, და მიუნხენის ,,ბაიერნმა,, გამოთქვეს სურვილი, რომ მინდორზე ოკეანის სანაპიროებზე შეგროვილი ნაგვისაგან დამზადებული ფორმით იასპარეზონ.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის ,,ბაიერნს,, ბუნდესლიგის მატჩში 5 ნოემბერს ,,ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ და ,,რეალს,, 26 ნოემბერს ხიხონის ,,სპორტინგის,, წინააღმდეგ, ეცმევათ ფორმები, რომელიც მალდივის კუნძულებზე, ოკეანის სანაპიროს შეგროვებული პოლიეთილენის ნაგვის გადამუშავების შედეგად არის მიღებული. ,,მე სპანეთის სანაპიროზე გავიზარდე და განსაკუთრებით მიხარია, რომ ოკეანის ნაგვისგან დამზადებული ფორმა მეცმევა. ეს იქნება შესანიშნავი შანსი, ვაჩვენოთ ყველას თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიო ოკეანეების დაცვა,, აცხადებს ,,ბაიერნის,, ესპანელი ლეგიონერი ხაბი ალონსო.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ჩრდილო-კავკასიელი ბოევიკები დააკავეს
შემდეგი სტატიაქართული ოცნების მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის კომპანიამ 27,5 მილიონიანი ტენდერი მოიგო