თურქეთში ამერიკელ კოვბოებზე ფილმების ყურება აკრძალეს 

თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიამ TRT კოვბოებზე ფილმების ჩვენება შეაჩერა, ფილმს მაუწყებლობა ათეულობით წელია კვირა დილით უშვებდა – ამის შესახებ ინფორმაციას  პორტალი Mynet-ი ავრცელებს.

პორტალი მიერ გავრცელებული ინფორმაციდან ირკვევა,რომ თურქეთში აღნიშნული  გადაწყვეტილება აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობის გამო მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ტელეარხი ამერიკულ ფილმებს 1980 -იანი წლებიდან უშვებს, ვესტერნი პირველად მიმდინარე კვირას, 26 აგვისტოს არ გაუშვეს.

TRT ამ გადაწყვეტილების გამო გარკვეულმა  ჯგუფმა  გააკრიტიკა, ამავე დროს, ერთ-ერთმა კომენტატორმა, რომელიც ტელეარხის პოზიციას იცავდა, გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ კოვბოები ფილმებში ადამიანებს კლავენ.

აშშ-თურქეთს შორის გაუარესებული ურთიერთობის ფონზე თურქებმა დოლარების დაწვა და აიფონების განადგურება დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშიუსაფრთხოების სფეროში მიუნჰენის კომისიამ მაკკეინის პრემია დააწესა 
შემდეგი სტატიაგერმანია კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ქმნის