გერმანია კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ქმნის 

სააგენტო, რომელსაც 100 თანამშრომელი ეყოლება, მუშაობას 2019 წლის დასაწყისში დაიწყებს.2022 წლამდე სააგენტოს ასამუშავებლად  200 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

სააგენტოს ამოცანა იდეის გამოჩენიდან მზა პროდუქტის შექმნამდე კვლევითი პროცესის კოორდინაცია იქნება, საუბარია უსაფრთხოების სფეროში “მრავალმიზნობრივი და მრავალინოვაციური” პროექტების ადრეულ სტადიაზე მხარდაჭერაზე და მათ ფინანსურ უზრუნველყოფაზე” – ამის შესახებ  გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა

სააგენტოს ერთ-ერთი პროექტი დაშიფრვის საკუთარი ტექნოლოგიის მხარდაჭერა იქნება , რათა დაშიფრვის ტრადიციული ალგორითმების გატეხვა მომავალში კვანტური კომპიუტერებისთვის პრობლემა აღარ იყოს. კიდევ ერთი პროგრამა იქნება ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ელექტრონული წერილების გადაგზავნას და მისი მონაცემების წაკითხვას მხოლოდ ევროპის ქვეყნებში გახდის შესაძლებელს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ამერიკელ კოვბოებზე ფილმების ყურება აკრძალეს 
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები და იურიდიული კონსულტაციბი ჩაუტარდათ