თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, ერდორანის პარტიამ, შესაძლოა, წააგოს

დღეს, 31 მარტს თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელზეც, შესაძლებელია ერდორანი დამარცხდეს – Reuters-ი წერს. ხმის მიცემა აღმოსავლეთ თურქეთის დროით 7 საათზე დაიწყო, ერთი საათის მოგვიანებით კი – ქვეყნის დანარჩენ ნაწილში. საარჩევნო ოლქები აღმოსავლეთ თურქეთში 4 საათზე დაიხურება, დანარჩენ ტერიტორიაზე კი – 5 საათზე. სულ დაფიქსირებულია 57 მილიონი ამომრჩეველი. შედეგებს, შუაღამისთვის ელოდებიან.

არჩევნებამდე თურქული ოპოზიციური პარტიები ამბობდნენ, რომ საარჩევნო სიებით მანიპულირება ხდება. ყველაზე დიდი მოულოდნელობა ის იყო, რომ სიაში 6 ათასზე მეტი ამომრჩეველია, რომელთა ასაკი 100 წელზე მეტია.

banner
წინა სტატიაშიზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე წალენჯიხაშიც აღნიშნეს
შემდეგი სტატიავლადიმირ ზელენსკი : სააკაშვილი ბევრს აკეთებს უკრაინაში დემოკრატიის განვითარებისთვის