ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე წალენჯიხაშიც აღნიშნეს

დღეს, 31 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, საკრებულოს წევრებმა, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ზვიადის გორაზე პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას.
მამა ილია სარიამ პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოცხადებულიქნა ტენდერი ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მოწყობასთან დაკავშირებით, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია , რომელიც უზრუნველყოფს ბიუსტის ჩამოსხმას.

ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ქალაქ წალენჯიხაში 26 მაისს საზეიმოდ გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო გვერდით მდგომი რიგითი თინეიჯერი
შემდეგი სტატიათურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, ერდორანის პარტიამ, შესაძლოა, წააგოს