თურქეთმა და საუდის არაბეთმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

15თურქეთმა და საუდის არაბეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. როგორც თურქი სამხედროები ამბობენ, ხუთდღიანი სწავლება გუშინ, ორშაბათს დაიწყო. მასში საუდის არაბეთის ხუთი F-15-ის ტიპის გამანადგურებელი მონაწილეობს.
მხარეების განცხადებით, მათი მიზანია სამხედრო ძალების მომზადება ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც ადრე იყო დაგეგმილი. წვრთნები თურქეთის კონიას რეგიონში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთი სირიაში საუდის არაბეთის ავიაციით შეჭრას გეგმავდა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით საუდის არაბეთმა თურქეთს გამანადგურებლები გამოუგზავნა.

banner
წინა სტატიაშისავჩენკოს მხარდასაჭერად ევროპაში თებერვლის ბოლომდე შიმშილობას გამოაცხადებენ
შემდეგი სტატიალუბა ელიაშვილი: „პირველად “იბერიაში” შემოვარდნისას, გენერალური პროკურორი იყო ირაკლი ოქრუაშვილი