ლუბა ელიაშვილი: „პირველად “იბერიაში” შემოვარდნისას, გენერალური პროკურორი იყო ირაკლი ოქრუაშვილი

იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს ტელეკომპანია იბერიას დახურვის ფაქტზე ბრალი უკვე წაუყენეს.

საუბარია 2004 წელს იბერიისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევაზე. სპეციალური განმარტება ამ საქმეზე დღეს მთავარ პროკურატურაში გააკეთეს.

დღეს პროკურატურაში იმყოფებოდა ტელეკომპანია იბერიას დირექტორი და იურისტი. მათ ჩაიბარეს დაზარალებულად ცნობის დადგენილება. იურისტის ინფორმაციით, 2004 წელს ტელეკომპანიის და მისი მფლობელების მიმართ ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა და კომპანიას მიადგა ზარალი.

„იბერია თუ არ დათმობდა სამაუწყებლო ლიცენზიას, ომეგა ჯგუფს არ მიეცემოდა მუშაობის საშუალება, რაც იყო ფაქტი. გენერალურ მენეჯერთან კონკრეტული სქემის შეთავაზება ქონდა მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს,“ – განმარტა ხათუნა ფულელიანმა.

იყო თუ არა ამ საქმეში უშუალოდ ჩართული ზურაბ ადეიშვილის მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია იბერიის საინფორმაციო სამსახურის მაშინდელომა უფროსმა. ლუბა ელიაშვილმა დეტალები გაიხსენა.

„პირველად, როდესაც მოხდა შემოვარდნა იბერიაში, გენერალური პროკურორი იყო ირაკლი ოქრუაშვილი და სწორედ ის გამოდიოდა საშინელი ბრალდებებით, რომელიც შემდეგ არცერთი არ დადასტურდა. მაგრამ, ძალიან მალე გამოიცვალა პროკურორი და გახდა ზურაბ ადეიშვილი და ამ საქმის ძიებას მთელი ბიზნესის წინააღმდეგ უძღვებოდა მისი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე,“ – აცხადებს ლუბა ელიაშვილი.

ის მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე ბრალი უნდა წარედგინოს ირაკლი ოქრუაშვილსაც და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა და საუდის არაბეთმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს
შემდეგი სტატია„ამ სიაში თქვენ ძალიან საინტერესო გვარებს ნახავთ,” – ელისო კილაძე პოლიტპატიმართა ე.წ. უცნობ სიებზე საუბრობს