თურქეთის პროკურატურამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მეორე სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დაასახელა

თურქეთის მთავარმა პროკურატურამ 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მეორე სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ის ქაღალდის მწარმოებელი ადგილობრივი ქარხნის დირექტორი ქემალ ბათმაზია.

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბათმაზი თანამშრომლობდა ამბოხის იდეოლოგთან ადილ ოქსიუზთან, რომელიც უნივერსტეტის ყოფილი თანამშრომელი და ფეთჰულა გიულენთან დაახლოებული პირია. გამოძიების ინფორმაციით, ბათმაზი თან ახლდა ოქსიუზს 2016 წლის მარტში, ივნისსა და ივლისში აშშ-ში ვიზიტებისას, რა დროსაც ისინი ფეთჰულა გიულენს შეხვდნენ. ბოლოს ისინი აშშ-ში 11 ივლისს ჩავიდნენ და თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე ორი დღით ადრე – 13 ივლისს დაბრუნდნენ.

ამჟამად ქემალ ბათმაზი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ივლისში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის მთავარ ორგანიზატორად ანკარა აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს. თავად გიულენი ამბოხთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.

15 ივლისის არშემდგარ ამბოხთან დაკავშირებით თურქეთში წინასწარი პატიმრობა 37 ათასს ადამიანს მიუსაჯეს. სამსახურიდან 100 ათასზე მეტი საჯარო მოხელე, მოსამართლე, პროკურორი, სამართალდამცველი და სამხედრო გაათავისუფლეს.

გასულ შაბათ კვირას ხელისუფლებამ კიდევ 10 ათასი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა. სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით ექიმი,აკადემიკოსი და მასწავლებელი.

banner
წინა სტატიაშილარი კიდევ 2 თეთრით გაუფასურდა
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი თურქეთს ემუქრება