“ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი თურქეთს ემუქრება

“ისლამურმა სახელმწიფომ” გაავრცელა აუდიფაილი, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების წევრთა მტკიცებით, მათი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმართვას შეიცავს. ნახევარსაათიან აუდიოჩანაწერში ალ-ბაღდადი თურქეთს ემუქრება, ასევე თავის მომხრეებს ერაყის ქალაქ მოსულის დაცვისკენ მოუწოდებს. ალ-ბაღდადი გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცახდებს, რომ “ისლამური სახელწმიფოს” ძალები მოსულს არ დატოვებენ.

ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ალ-ბაღდადის პირველი მიმართვაა. მისი ხანგრძლივი დუმილის გამო, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი შესაძლოა მოკლეს.

“ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის მიმართვა ჯიჰადისტებისგან მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, ერაყის ჯარი უკვე შევიდა მოსულში.

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა და ქურთ მებრძოლეთა რაზმებმა მოსულის “ისლამური სახელმწიფოსგან” გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყეს. მათ ჰაერიდან მხარდაჭერას უწევს საერთაშორისო კოალიციის ავიაცია.

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულს 2014 წლიდან აკონტროლებს.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პროკურატურამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მეორე სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დაასახელა
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა ამერიკელ მსახიობს, სტივენ სიგალს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა