თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

news
ავტ.: news იანვარი 17, 2017 12:00

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

დაკავებული უზბეკეთის მკვიდრი, აბდულქადირ მაშარიპოვია, რომელმაც, გამოძიების ცნობით, ახალი წლის ღამეს ღამის კლუბ Reina-ში 39 ადამიანი მოკლა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სტამბოლის პროვინციის ესენიურთეს რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ტელეკომპანია TRT-ის ცნობით, ეჭვმიტანილთან ერთად მისი ოთხი წლის შვილი იმყოფებოდა, მამაკაცი თავისი ყირგიზი მეგობრის სახლში დააკავეს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი თურქეთის ქალაქ კონიაში ნაქირავებ ბინაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

1 იანვრის ღამით თავდამსხმელი სტამბოლის ღამის კლუბთან ტაქსით მივიდა, შემდეგ კი ავტომატი მანქანის საბარგულიდან ამოიღო. მან შესასვლელში მდგარი პოლიციელი და ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი მოკლა და შენობაში შევიდა, სადაც 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თავდამსხმელი დაახლოებით შვიდი წუთის განმავლობაში ისროდა, რა დროსაც 100-ზე მეტი გასროლა განახორციელა. მოგვიანებით კი მან გამოიცვალა ტანსაცმელი და მიიმალა.

ახალი წლის ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმრავლესობას უცხოელები წარმოადგენენ.

news
ავტ.: news იანვარი 17, 2017 12:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics