თურქეთის არმია მეორეა ნატოში და მეათე მსოფლიოში

ნებისმიერი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების უნარიანობის შეასფება ძალიან რთულია, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, თურქეთის არმია, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ატომურ შეიარაღებას, აშშ-ს შემდეგ მეორედ ითვლება ნატოს წევრ ქვეყნებში, რომლის წევრიც თურქეთი 1952 წლიდანაა.

Global Power-ის ინდექსის მიხედვით, თურქეთის შეიარაღებული ძალები მსოფლოში ყველაზე უსაფრთხო 10 ქვეყნის ბოლოში იმყოფება (პირველზე აშშ-ა, მეორეზე – რუსეთი). ეს რეიტინგი მრავალ ფაქტორს გულისხმობს, მათ შორის შეიარაღებული ძალების რაოდენობას, ტექნიკის ოდენობას, მთლიან შიდა პროდუქტს, ფინანსურ მდგომარეობას და ისეთ სამრეწველო მაჩვენებლებს, როგორიც ელექტროენერგიაა.

Global Power-ის მონაცემებით, თურქეთში შეიარაღებული ძალების რაოდენობა 400 ათასზე მეტი ჯარისკაცია, რეზერვშია 185 ათასი.

თურქეთის შეიარაღებულ ძალებს 1020 თვითმფრინავი ყავს, მათ შორის – 223 გამანადგურებელი.
შემადგენლობაშია ამერიკული ლიცენზიით აწყობილი F-16-ის C (168 ერთეული) и D (40 ერთეული) თვითმფრინავები, რომელთა უმრავლესობა Block 50-ის პროგრამით არის მოდერნიზებული. ეს 4+ თაობის თანამედროვე მანქანებია.

თურქეთის არმიას 3778 ტანკი ყავს (მათ შორის 300 – თანამედროვე Leopard 2, დანარჩენი შედარებით ძველი Leopard 1,M60, M48).
ქვეყანას შედარებით სუსტი ავიათავდაცვის სისტემები აქვს, თუმცა, შეიარაღებულ ძალებში საკმარისია მსუბუქი ბრონეტექნიკა და სხვა ერთეული. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი საკმაოდ დიდი სახელმწიფოა რეგიონის გათვალისწინებით, მისი სამხედრო ძალები ერთ რეგიონშია კონცენტრირებული.
თურქეთს მის უმეტეს მეზობელთან რთული ურთიერთობა აქვს.
სრუტეში სამხედრო და სამოქალაქო გემების არსებობას 1936 წლის მონტრეს კონვენცია არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, ანკარას დარდანელისა და ბოსფორის დაკეტვა სამხედრო გემებისთვის მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუკი ის საომარ მდგომარეობაშია.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ნებისმიერი კონფლიქტზე ახდენს ზეგავლენას – ეს არმიის მორალური მდგომარეობაა. თურქეული არმია, ექსპერტების შეფასებით, რეგიონში ერთ-ერთი მომზადებული არმიაა – მას ნატოს სტანდარტებით წვრთნიან.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მიმართავს